ზურა ჯაფარიძე - სენატორებთან შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა პრობლემაზე, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს
ზურა ჯაფარიძე - სენატორებთან შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა პრობლემაზე, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს

გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სენატორებთან შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს.

„მათ აინტერესებდათ და ღიად გვეკითხებოდნენ, რაში შეიძლება დაეხმაროს ამერიკა ამ ქვეყანას. ცხადია, საუბარი გვქონდა ყველა იმ პრობლემაზე, რომელზეც ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ, მათ შარლ მიშელის დოკუმენტზე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკურ დევნაზე და ა.შ., თუმცა ამის მიღმაც იყო საუბარი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„შეხვედრაზე ვთქვი, რომ ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური გამოწვევა, რადგან ქვეყნის ყველა პრობლემა მიდის სიღარიბემდე და ამისთვის არის მნიშვნელოვანი რამ, რაც ამერიკამ უნდა გააკეთოს, ერთი – ეს არის დაგვეხმაროს უზრუნველყოფაში და საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, მეორე – ეს არის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება შტატებთან. ვუთხარი, რომ ჩვენთვის ფინანსურ დახმარებაზე მეტი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაა და ძალიან ყურადღებით მოისმინეს, ზეპირსიტყვიერად დაგვთანხმდნენ, რომ იმუშავებენ და გააკეთებენ რაღაცებს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.