ზურა ჯაფარიძე - ძალაშია ჩემი ნათქვამი, რომ გრიგოლ ვაშაძესთან დაჯდომას არ ვაპირებ
ზურა ჯაფარიძე - ძალაშია ჩემი ნათქვამი, რომ გრიგოლ ვაშაძესთან დაჯდომას არ ვაპირებ

გაერთიანებული ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე ჩემი არმისვლის მიზეზი გრიგოლ ვაშაძე ნამდვილად არ ყოფილა, რადგან დატვირთული გრაფიკი მქონდა, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, ძალაშია მისი ნათქვამი, რომ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, გრიგოლ ვაშაძესთან დაჯდომას და საუბარს არ აპირებს, თუმცა აცხადებს, რომ ოპოზიციის მოლაპარაკებების აღნიშნულ ფორმატში „გირჩი“ ჩვეულებრივ მონაწილეობს.

„დღეს კონკრეტულად რაზე იყო საუბარი, არ ვიცი, თუმცა ადრეც გამომიტოვებია ეს შეხვედრები. ამისთვის არსებობს გაერთიანებული ოპოზციის „ჩათი“. როგორც წესი იწერება ხოლმე შეხვედრებზე, რა ხდება, როგორ ხდება და რა შეთანხმებას მიაღწიეს. გრიგოლ ვაშაძე რამდენჯერმე დაესწრო ამ შეხვედრას. ხშირ შემთხვევაში არ ესწრება ხოლმე, თუმცა ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, კონკრეტულად გრიგოლ ვაშაძესთან საუბარს არ ვაპირებ. თვითონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კი სამუშაო ჯგუფიც წამოვიწყეთ ჩვენთან ოფისში სადაც „ნაციონალური მოძრაობაც“ არის ჩართული“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართა.