ზურა ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილი გააქტიურებულია, განწყობაც გაუმჯობესებული აქვს, კვების ნაწილი რაოდენობრივად გაუმჯობესებულია, თუმცა სრულად არ ხდება ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება
ზურა ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილი გააქტიურებულია, განწყობაც გაუმჯობესებული აქვს, კვების ნაწილი რაოდენობრივად გაუმჯობესებულია, თუმცა სრულად არ ხდება ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი განწყობაც გაუმჯობესებულია.

მისივე თქმით, პრობლემად რჩება კვების საკითხი, რაც რაოდენობრივად არის გაუმჯობესებულია, თუმცა სრულად არ ხდება მედიკოსების რეკომენდაციების გათვალისწინება.

„შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამჟამად მხოლოდ ჩვენი კლინიკის მიერ გამოტანილი დიაგნოზების მდგომარეობას შეესაბამება. მოხარული ვართ, რომ ჩვენი კლინიკის ყველა დიაგნოზი დადასტურებულია. შესაბამისად, ამ მკურნალობის შედეგია, რომ პაციენტი თავს უკეთესად გრძნობს, უფრო გააქტიურებულია, მოძრაობითაც უფრო აქტიურად მოძრაობს, მისი განწყობაც გაუმჯობესებულია. კვება, რა თქმა უნდა, რჩება პრობლემად. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მკურნალობის პროცესის. სრულად არ ხდება ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა კვების ნაწილი რაოდენობრივად გაუმჯობესებულია. გარკვეულწილად ითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს, სამკურნალო პროცედურებსაც, თუმცა არის რაღაც მომენტები, როცა მთლად ურთიერთთანხმობა არ გვაქვს ამ ნაწილში“, – აცხადებს ჩხაიძე.