ზუგდიდში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ზუგდიდში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ბულვარიდან საოლქო პროკურატურამდე მსვლელობა მოაწყვეს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, უმკაცრესად დაისაჯონ არასრულწლოვნების მკვლელობაში დამნაშავეები.

ასევე, ისინი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი შეიკავონ თემის პოლიტიზებისგან.

აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან.