ზუგდიდში თევზაობისას მამაკაცი დაიღუპა

19:06, 28.05.2018

ზუგდიდში მდინარე ჩხოუშზე თევზაობისას მამაკაცი დაიღუპა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, უბედური შემთხვევა სავარაუდოდ თევზსაჭერი ელექტრომოწყობილობის გამოყენებამ გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ცხედარს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

მსგავსი