ზუგდიდში, სოფელ ოდიშის მოსახლეობა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს

11:08, 02.09.2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშში საპროტესტო აქცია გაიმართა.

სინწის თემის მოსახლეობა შიდა სასოფლო გზების დაგებას, გარე განათების ბოძების დამონტაჟებასა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემით წლებია არავინ დაინტერესებულა.

აქციის მონაწილეებს მერის წარმომადგენელი შეხვდა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

მსგავსი