ზუგდიდში სოფელ ჯიხაშკარის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუშა დაშავდა
ზუგდიდში სოფელ ჯიხაშკარის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუშა დაშავდა

ზუგდიდში სოფელ ჯიხაშკარის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუშა დაშავდა.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, დაშავებული გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება, სადაც შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდება.

მომხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.