ზუგდიდში სავარაუდოდ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს
ზუგდიდში სავარაუდოდ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციამ დადვანის ქუჩაზე, ერთ-ერთ ოჯახში ჩხრეკა ჩაატარა და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

ადგილზე დააკავეს რამდენიმე პირი. დაკავებულები უკვე გადაიყვანეს სამხარეო პოლიციაში.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. დამატებითი დეტალები სავარაუდოდ ამოღებული ნივთიერებების ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ზუგდიდში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ადასტურებენ.