ზუგდიდში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა
ზუგდიდში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა

ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა.

საშობაო წირვის დასრულების შემდეგ ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან სამღვდელოება და მრევლი მსვლელობით დაიძრა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრისკენ.

ალილოს მონაწილეებს მსვლელობაში შეუერთდნენ როგორც საჯარო მოხელეები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. საშობაო საჩუქრები ურემზე შეგროვდა, რაც მოგვიანებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.