ზუგდიდში საშობაო ალილო მოეწყობა

07:34, 07.01.2019

ტრადიციული საშობაო ალილო ზუგდიდში 12:00 საათზე ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყება და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდება.

მსვლელობას მრევლი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდებიან.

სპეციალურად მოწყობილ ურემზე საშობაო ძღვენი შეგროვდება, რომელსაც შემდეგ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემენ.

მსგავსი