ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან სამართალდამცველებმა მძევლების ნაწილი გამოიყვანეს [ვიდეო]

15:50, 21.10.2020

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალი მძევლების ნაწილმა დატოვა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ხუთამდე მძევალი შენობიდან სახანძრო ამწეს საშუალებით გამოიყვანეს. ისინი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ.

მსგავსი