ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა [ფოტო/ვიდეო]

ზუგდიდში, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ხმაურსა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საარჩევნო კომისიის წევრმა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დამატებით საკითხად მირანდა მესხის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა.

როგორც ისინი აცხადებენ, კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა კანონის დარღვევით იმოქმედა, მან საარჩევნო დოკუმენტაცია, ბეჭდები და საარჩევნო სიები ოლქიდან უბანზე კანონდარღვევით გაიტანა. როგორც ისინი აცხადებენ, სწორედ ეს უნდა გახდეს მირანდა მესხის გადაყენების საფუძველი.

მირანდა მესხმა ეს საკითხი დააყენა კენჭისყრაზე, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას კომისიის წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირეს.