ზუგდიდში სამშენებლო ობიექტზე ავტომობილის გადავარდნის შედეგად ერთი პირი დაშავდა

12:01, 30.01.2020

ზუგდიდის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე არსებულ სამშენებლო ობიექტზე მანქანა ჩავარდა. მანქანა ავტოსადგომიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, მას შესაბამისი დახმარება უკვე გაეწია და ამ წუთებში სამედიცინო კვლევები უტარდება.

​შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

მსგავსი