ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე კენჭისყრა მიმდინარეობს
ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე კენჭისყრა მიმდინარეობს

ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე კენჭისყრა მიმდინარეობს. კენჭისყრა ქალაქის ტერიტორიაზე ეგრისის, მაცხოვრისკარისა და კოლხეთის ზონების ოთხ საარჩევნო უბანზე იმართება.

სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს.

2020 წლიდან ქალაქის მაცხოვრებლები თავიანთი შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეძლებენ დაგეგმონ ბიუჯეტი. ქალაქის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულს გამოეყოფა 200 000–200 000 ლარი. თანხა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად დაიხარჯება.

ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების ინიციატივა მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, დავით გახარიას ეკუთვნის.

პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების დახმარების პროგრამისა“ და „სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოში“ (Solidarity Fund PL in Georgia) ხელშეწყობით ხორციელდება.