ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე პაჭკორიების ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მაშველები ცეცხლის კერების ლიკვიდაციას ცდილობენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, სახლში არავინ იმყოფებოდა.

როგორც მეზობლები ამბობენ, ერთი კვირის განმავლობაში ამ სახლში არავინ ყოფილა. მათი თქმით, პაჭკორიების ოჯახი სოფელში იმყოფება, სადაც კიდევ ერთი სახლი აქვთ.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, ელექტროსადენებს მოედო, თუმცა ზუსტი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე ორი სახანძრო ეკიპაჟი, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.