ზუგდიდში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო
ზუგდიდში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

წინასაახალწლო სამზადისი ზუგდიდში უკვე დაიწყო. ცენტრალურ ქუჩებსა და კონკრეტულ ადგილებზე განათებები მონტაჟდება.

საახალწლოდ მოირთვება ზვიად გამსახურდიას გამზირი, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩები, ცენტრალური მოედანი, ბულვარის ტერიტორია, ბულვარის შიდა ტერიტორია, დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის კარიბჭემდე მისასვლელი გზა, მუზეუმის ეზო, მუზეუმში არსებული მარადმწვანე მცენარეები, ნიკოსეულ სასახლესთან მდგარი ნაძვის ხე და მუზეუმის ეზოში მდებარე ლამპიონები.

მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დადიანების სასახლის ეზოში დაიდგმება და იქვე გაიმართება ძირითადი საახალწლო ღონისძიება. დამონტაჟდება „ანგელოზის“ კონსტრუქციაც.

დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებების ჩატარება. პარალელურად მოეწყობა „საშობაო ბაზრობა“, საახალწლო თემაზე შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი.