ზუგდიდში ქუჩების დეზინფექცია დაიწყო [ფოტო]
ზუგდიდში ქუჩების დეზინფექცია დაიწყო [ფოტო]

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი დაიწყო.

დღეს ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი და მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა.

სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.

„ზუგდიდში ვაგრძელებთ სადეზეინფექციო სამუშაოებს. დღეს დავიწყეთ ქუჩების მორეცხვის პროცესი, რომელშიც ჩართულია „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“, „ზუგდიდდასუფთავება“ და ჩვენი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მოირეცხა როგორც ცენტრალური ბულვარი, ასევე ტროტუარები და სავალი ნაწილი. სადეზინფექციო სამუშაოები ზუგდიდის ყველა ცენტრალურ ქუჩას ჩაუტარდება, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

სამუშაოების მიმდინარეობას მერთან ერთად მისი მოადგილეები, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და საკრებულოს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

სადეზინფექციო სამუშაოები ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“, ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საჯარო სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და ღია სივრცეებს ჩაუტარდა.

დატოვე კომენტარი