ზუგდიდში პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცეს
ზუგდიდში პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდის საჯარო სკოლის პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა. ყველა სკოლიდან თითო გამორჩეული პედაგოგი სიგელით დააჯილდოვეს და საჩუქრად 200 ლარი გადასცეს. გარდა ამისა, 9 საუკეთესო პედაგოგი საგნობრივ კატეგორიაში დაჯილდოვდა 500 ლარით, გამოვლინდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო სკოლის დირექტორი, რომელიც გახდა კახათის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია. ზუგდიდის მერმა მას სიგელი და 500 ლარი ფულადი ჯილდო გადასცა.

ზუგდიდის მერია მეოთხე წელია, ამ ფორმით ულოცავს პედაგოგებს მათ დღეს.