ზუგდიდში ოქროს ბირჟა გაძარცვეს, წაღებულია დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობა
ზუგდიდში ოქროს ბირჟა გაძარცვეს, წაღებულია დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობა

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოქროს ბირჟა გაძარცვეს. თვითმხილველი ამბობს, რომ ბოროტმოქმედი მარტო იყო და იარაღი არ ჰქონდა. მეორე თვითმხილველის თქმით, ბოროტმოქმედს ჰქონდა მაკიაჟი, ეხურა ქუდი, ქუდის ქვეშ კი ე.წ. ბენდენა ჰქონდა მოხვეული.

წაღებულია დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობა. ადგილზე მობილიზებულია შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველო.

გამოძიება 178 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.