ზუგდიდში ოჯახური კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა
ზუგდიდში ოჯახური კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ოჯახური კონფლიქტი ზუგდიდში.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, სიძე-ცოლის ძმას შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. სიძემ ბასრი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცოლის ძმას. გ.შ. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„მამაკაცი საავდმყოფოში მოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. ჭრილობა მიყენებული ჰქონდა ბასრი საგნით გულმკერდის მარჯვენა ნახევარსა და მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ცხედარი პოლიციის მიერ გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში“,- აღნიშნავენ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში.

შსს-ს ცნობით, მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.