ზუგდიდში მიწის ნაშალი მასიდან ამოყვანილი ორივე მუშა რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება
ზუგდიდში მიწის ნაშალი მასიდან ამოყვანილი ორივე მუშა რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება

ზუგდიდში, მიწის ნაშალში მოყოლილი ორივე მუშა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება.

ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, პაციენტებისთვის ჩატარებული კვლევების შედეგად მნიშვნელოვანი ტრავმული დაზიანებები არ გამოვლენილა და ორივე მათგანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე, საკანალიზაციო ორმოს გათხრისას ორი მუშა მიწის ნაშალში მოყვა. მაშველებმა ორივე მუშის ამოყვანა მოახერხეს.

სამუშაოების შემსრულებელი სამშენებლო კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ლაშა ლატარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამუშაოების პროცესში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო, თუმცა მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

დატოვე კომენტარი