ზუგდიდში მერაბ ქვარაიას მხარდამჭერებმა აქციის მონაწილეებს დეპუტატის ბიუროზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს [ფოტო]
ზუგდიდში მერაბ ქვარაიას მხარდამჭერებმა აქციის მონაწილეებს დეპუტატის ბიუროზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს [ფოტო]

ზუგდიდში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან ხმაურია.

ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი ბიუროს შესასვლელზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება ქვარაიას მხარდამჭერებმა არ მისცეს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ბიუროსთან დახვდნენ.

ბიუროსთან აქცია გრძელდება. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.