ზუგდიდში კორონავირუსზე გამოკვლეული 310 ნიმუშიდან, ყველას პასუხი უარყოფითია
ზუგდიდში კორონავირუსზე გამოკვლეული 310 ნიმუშიდან, ყველას პასუხი უარყოფითია

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 14 სექტემბერს რაიონიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 310 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა განხორციელდა. მათგან ყველას პასუხი უარყოფითია.

გამოკვლეულთა შორის ექვსი ცხელების ცენტრების პაციენტია, 30 არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი,  33 საკარანტინო სივრციდანაა, სამი არის თვითიზოლაციაში მყოფი პირი,  116 შსს-ს თანამშრომელია.

ასევე, გამოკვლეულთა შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 109 პერსონალი და ეპიდკერაში მყოფი 13 პირია.