ზუგდიდში კორონავირუსზე გამოკვლეული 225 ტესტის ნიმუშიდან, ყველას პასუხი უარყოფითია

09:54, 06.08.2020

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 225 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. ყველას პასუხი უარყოფითია.

გამოკვლეულთა შორის ცხელების ცენტრების ათი პაციენტი, ასევე, სამედიცინო პერსონალის 30 წამომადგენელი იყო; კარანტინიდან სამი პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 156 თანამშრომელი, ათი მძღოლი და დიალიზზე მყოფი თექვსმეტი პირი.

მსგავსი