ზუგდიდში კორონავირუსის ​საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
ზუგდიდში კორონავირუსის ​საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

ზუგდიდში კორონავირუსის ​საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, სამედიცინო სფეროში დასაქმებულ პირებს ვაქცინის გაკეთება ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალსა და „ევექსის“ კლინიკაში შეუძლიათ.

ვაქცინაციის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია მის მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

„ვაქცინაცია ჩვენს რეგიონში დღეს ზუგდიდიდან დავიწყეთ. რეგიონში ჩამოვიდა 3 100 დოზა, თითოეული ვაქცინა უკვე გადანაწილებულია მუნიციპალიტეტებში და 18 მარტიდან უკვე ყველა მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია დაწყებული იქნება. ყველა ამცრელი კაბინეტის მედპერსონალს გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები და ყველა მუნიციპალიტეტი მზად არის აცრების ჩასატარებლად. მოვუწოდებ სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს, გაიარონ რეგისტრაცია და ჩაიტარონ რეგისტრაცია“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ხორციელდება სპეციალურ ონლაინპლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით. 15 მარტს ვაქცინაცია დაიწყება ზუგდიდში „ევექსის“ კლინიკასა და რეფერალურ ჰოსპიტალში. ხოლო ფოთში, სენაკში, წალენჯიხაში, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია დაიწყება 17 მარტს. ჩხოროწყუში, აბაშასა და ხობში კი 18 მარტს.