ზუგდიდში, ხორავას ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდში, ხორავას ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, ხორავას ქუჩაზე 50-წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.

როგორც პირველ არხს მამაკაცის მეზობლებმა განუცხადეს, ის სამი დღის განმავლობაში არავის უნახავს. მათი თქმით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მომხდარ ფაქტს ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება.