ზუგდიდში, ონარიის დასახლებაში ხანძარი იყო
ზუგდიდში, ონარიის დასახლებაში ხანძარი იყო

ხანძარი იყო ზუგდიდში, ონარიის დასახლებაში. ცეცხლი ჯიქიების საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

მომხდარის შედეგად, მსუბუქი დაზიანება მიიღო მამაკაცმა, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა. დამწვარია 30 კვადრატული მეტრი ფართობი.

ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.