ზუგდიდში გაუჩინარებული 14 წლის გოგონა თბილისში იპოვეს
ზუგდიდში გაუჩინარებული 14 წლის გოგონა თბილისში იპოვეს

14 წლის გოგონა, რომელსაც ზუგდიდში ოჯახი ეძებდა, ნაპოვნია. აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხს მოზარდის დედამ დაუდასტურა.

როგორც დედამ აღნიშნა, შვილს უკვე ესაუბრა, როგორც თქვა, თბილისშია და მასთან შესახვედრად მიდის. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

14 წლის გოგონას ზუგდიდში ოთხი დღე ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია. ბოლოს მოზარდი მცირეწლოვან დასთან ერთად, მაღაზიაში იმყოფებოდა. ის დას სავაჭრო ობიექტის გარეთ ელოდა, თუმცა გამოსვლისას ადგილზე არ დახვდა.

როგორც ბავშვების დედა აცხადებს, მსგავსი შემთხვევა ადრეც დაფიქსირდა, მაგრამ მაშინ აღმოჩნდა, რომ მოზარდი მამასთან იყო.