ზუგდიდში გარემოვაჭრეების ჯიხურების დემონტაჟის სამუშაოებს პროტესტი მოჰყვა
ზუგდიდში გარემოვაჭრეების ჯიხურების დემონტაჟის სამუშაოებს პროტესტი მოჰყვა

ზუგდიდში, გულუას პარკთან ხმაური იყო.

მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა დაიწყო გარევაჭრობის ჯიხურების დემონტაჟი, რასაც მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა.

საჭირო გახდა სამართალდამცველების ჩარევა.

მოვაჭრეების განცხადებით, მართალია, მერიამ ისინი დემონტაჟის შესახებ გააფრთხილა, თუმცა გარკვეულ დროს ითხოვენ.

მოვაჭრეები მიზეზად ასახელებენ იმას, რომ სესხით ნაყიდი მალფუჭებადი პროდუქტები აქვთ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ გარევაჭრობა ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია, მითუმეტეს, როდესაც ქვეყანა კორონავირუსის ფართოდ გავრცელების საშიშროების წინაშე დგას.

ამასთან, მათ განმარტეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დეზინფექციას ვერ ახორციელებენ, რადგან მოვაჭრეები პროდუქტებს ადგილზე ტოვებენ.

შეგახსენებთ, 6 აპრილიდან ზუგდიდისა და სენაკის აგრარული ბაზრები დაიხურა, ასევე აკრძალულია ბაზრის მიმდებარედ გარევაჭრობა.

დატოვე კომენტარი