ზუგდიდში გამოკვლეული 243 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი
ზუგდიდში გამოკვლეული 243 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 243 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა. მათ შორის, 205 იყო მესტიის მუნიციპალიტეტიდან. ყველა პასუხი უარყოფითია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 24 აგვისტოს ზუგდიდში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გამოკვლეულთა შორისაა, ცხელების ცენტრების 13 პაციენტი, სამედიცინო სფეროს ოთხი წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 75 თანამშრომელი და ერთი მძღოლი.

ასევე, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 39 პირი მესტიის, ხოლო 12 ანაკლიის საკარანტინე სივრციდან. თვითიზოლაციიდან 99 მოქალაქეს აუღეს სინჯი, მათ შორის 89 მესტიის მუნიციპალიტეტიდან არის.