ზუგდიდში, ეკატერინეს სასახლეში ჭერი ჩამოინგრა [ფოტო]
ზუგდიდში, ეკატერინეს სასახლეში ჭერი ჩამოინგრა [ფოტო]

ზუგდიდში, ეკატერინეს სასახლეში დღეს დილით ჭერი ჩამოინგრა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია შვიდი ექსპონატი, მათ შორის ოთხი სირჩა და ღვინის სამი ბოკალი.

ეკატერინეს სასახლეში საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებს ელოდებიან, რათა დაზიანებული ექსპონატები სარესტავრაციოდ წაიღონ.

როგორც მუზეუმის დირექტორმა ლილუ ბერაიამ განაცხადა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ყველა დაზიანებული ექსპონატი აღდგეს. მისივე თქმით, ეკატერინეს სასახლე არის ამორტიზებული და ჭერის ჩამონგრევაც ამან გამოიწვია.