ზუგდიდში, დევნილთა დასახლებებში 19 შენობის სახურავი გამოიცვლება
ზუგდიდში, დევნილთა დასახლებებში 19 შენობის სახურავი გამოიცვლება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, დევნილთა საცხოვრებელ შენობებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ინგირში, განმუხურში, რუხსა და ჩხორიაში დევნილთა ის დასახლებები მოინახულეს, სადაც სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

„ჯამში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა დასახლებებში 19 შენობის სახურავი გამოიცვლება. დევნილთა საცხოვრებელი შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 800 000 ლარამდე გამოიყო“,- აღნიშნულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი