ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში ხანძარი იყო, გარდაცვლილია ერთი ადამიანი
ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში ხანძარი იყო, გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე არსებულ დევნილთა ახალ დასახლებაში ხანძარი იყო.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ბინაში ხანძარი მალევე ჩააქრეს. თუმცა ერთ-ერთ ოთახში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი, აფხაზეთიდან დევნილი, 1983 წელს დაბადებული მ.ვ. ბინაში მარტო ცხოვრობდა.

ხანძარი სულ ხუთ კვ.მ. ფართობზე იყო გავრცელებული. მომხდარის დეტალების დასადგენად, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.