ზუგდიდში დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ

12:13, 04.05.2019

ზუგდიდში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში არიან თბილისის სხვადასხვა კლინიკის წამყვანი სპეციალისტები: ოჯახის ექიმი, პედიატრი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპისტი, უროლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ნერვოლოგი, კარდიოლოგი, ექოკარდიოლოგი, ოტოლარინგოლოგი, ქირურგი, რევმატოლოგი, ეკგ-მედდა.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭიროების შემთხვევაში უფასო მედიკამენტებსაც გადასცემენ.

გამოკვლევები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ტარდება. ადგილზე იმყოფება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე.

მსგავსი