ზუგდიდში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

13:12, 06.06.2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუს მკვიდრი, 52 წლის გ.თ. საკუთარი სახლის სხვენზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მამაკაცს ოჯახის წევრები და სამართალდამცველები 2 ივნისიდან ეძებდნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი