ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე კორპუსში ცხოვრობს.

სამართალდამცველებმა მისი ავტომობილი გაჩხრიკეს, დალუქეს და წაიყვანეს.

ამ წუთებში კი, ჩხრეკა დაკავებულის საცხოვრებელ ბინაში ტარდება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.