ზუგდიდში ჭის დაბინძურების გამო მოწამლული პირებიდან ორი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება
ზუგდიდში ჭის დაბინძურების გამო მოწამლული პირებიდან ორი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში თეთრი გიორგის ქუჩიდან შეყვანილი პაციენტებიდან ორი რჩება. ისინი სტაციონარულ მკურნალობას გადიან და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

გუშინ თეთრი გიორგის ქუჩაზე მცხოვრები რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ქუჩის მცხოვრებთა ინფორმაციით, სასმელი წყლის ჭის დაბინძურება ძველი საკანალიზაციო მილის გასკდომამ გამოიწვია.

ადგილობრივების მოწამვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.