ზუგდიდში ჩაის სახლის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ზუგდიდში ჩაის სახლის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით 35 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.

პირველი არხის ინფორმაციით, მამაკაცი ჩაის სახლის დაყაჩაღების ფაქტზეა დაკავებული.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე ჩაის სახლი – კაფე „ალერტი“ 22 ივნისს დააყაჩაღეს.