ზუგდიდში, ცენტრალური სტადიონის მშენებარე შენობაში ჭერი ჩამოინგრა
ზუგდიდში, ცენტრალური სტადიონის მშენებარე შენობაში ჭერი ჩამოინგრა

ზუგდიდში, ცენტრალური სტადიონის მშენებარე შენობაში ჭერი ჩამოინგრა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სტადიონის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, სამუშაოებს კომპანია „დაგი“ ახორციელებდა.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა აცხადებს, კომპანიას აქვს გარკვეული ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად, მომხდართან დაკავშირებით კი, მათთან კომუნიკაცია უკვე შედგა და კომპანიას პრობლემის მოგვარება დაევალა.

„ჩვენთვის ცნობილია ეს ფაქტი და უწყება პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობს. კომპანია „დაგმა“ შეცდომა უნდა გამოასწოროს“, – განაცხადა მაიზერ ნანავამ.

სტადიონის პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია. პროექტის დამკვეთი კი, ქალაქ ზუგდიდის მერიაა.