ზუგდიდში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ზუგდიდში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღევლინა

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშერიძემ აღავლინა. მიტროპოლიტმა ბზობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე იქადაქა და აღნიშნა, რომ მრევლი ყველა წესსა და რეკომენდაციას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საკითხს, თუ რა ფორმატით ჩატარდება საღმრთო ლიტურგია აღდგომის ღამეს, როგორც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით უწმინდესის მითითებას ელოდება.

წირვის დასრულების შემდეგ მეუფე გერასიმემ მრევლს ბზის ტოტები და ტკბილეული დაურიგა.