ზუგდიდში, ბენზინგასამართ სადგურზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი დაიღუპა
ზუგდიდში, ბენზინგასამართ სადგურზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი დაიღუპა

ზუგდიდში, რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს. სროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე „112“-ის ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. დაზარალებული მამა-შვილია.

როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. მათი ერთ-ერთი ვერსიით, სროლა ბიზნესინტერესებს უკავშირდება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტები მუშაობენ.