ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა

​ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ნაწულუკუს საავტომობილო გზის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

ერთმანეთს საპირისპიროდ მიმავალი „ოპელისა“ და „ვოლსკვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, „ოპელის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დატოვე კომენტარი