ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასწრაფო დახმარების ჯგუფი დაშავდა

14:51, 24.09.2018

ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

„ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანთან სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა, სასწრაფო დახმარების მანქანა კი შემდეგ „მერსედესის“ მარკის ავტომობილს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ექიმმა და ექთანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. მათ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდებათ.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მსგავსი