ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სამი ადამიანი დაშავდა ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. „ნისანისა“ და „ბეემვეს“ მარკის მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას გამზირზე, ჰიპერმარკეტ „სმარტის“ წინ შეეჯახნენ ერთმანეთს.

სამივე დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ამ დროისთვის მათ გამოკვლევები უტარდებათ. დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულთაგან ორი ქალბატონია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და კრიმინალისტები.