ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

13:12, 10.04.2021

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე „მერსედესის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა ასევე „მერსედესის“ მარკის მსუბუქ ავტომობილს.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით ორივე მანქანის მგზავრები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი