ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე ორი „ნისანის” მარკის ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. შედეგად, ორივე მძღოლი დაშავდა.

შეჯახების დროს ერთ-ერთი ავტომანქანა სადგომზე მდგარ ავტომობილს შეეჯახა. ორივე მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მომხდარზე საქმე აღძრულია სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).