ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანების მგზავრები დაშავდნენ.

შედარებით მძიმეა „ჰონდა ფიტის“ მგზავრის მდგომარეობა.

ხუთივე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიცია.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ – ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დატოვე კომენტარი