ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 წლის მოზარდი კი მძიმედ დაშავდა

23:11, 04.08.2022

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 12 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

ფოლცვაგენის“ მარკის ავტომობილი ბებიასა და შვილიშვილს მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ცდილობდნენ.

შეჯახების შედეგად, 60 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 12 წლის მოზარდი მძიმე დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი