ზუგდიდში ავტონაწილების მაღაზია გაქურდეს
ზუგდიდში ავტონაწილების მაღაზია გაქურდეს

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ავტონაწილების მაღაზია გაქურდეს. როგორც მაღაზიის მენეჯმენტში ამბობენ, წინასწარი მონაცემებით წაღებულია 50 ათასი ლარის ოდენობის ძვირადღირებულ ავტონაწილები და აკუმულატორები. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.

მაღაზიაში გადაჭრილია სათვალთვალო კამერების სადენები. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.