ზუგდიდში ავტოავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
ზუგდიდში ავტოავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. მსუბუქი ავტომობილი გარე გაგანათების ბოძს შეეჯახა.

ავარიის დროს ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, ერთ-ერთი პაციენტი ტერმინალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება ავტომანქანაში მჯდომ მეორე პირს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.